Игровые шаблоны DLE
Самая быстрая Диета

ჩვენ შესახებ

ბრიტანული სახლი“ 2010 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. 

ნებისმიერი ასაკიდან, მყუდრო და კომფორტულ გარემოში საფუძვლიანად შეისწავლება:

ინგლისური, გერმანული, ესპანური, ფრანგული, იტალიური, თურქული  რუსული, ბერძნული, ჩინური და იაპონური ენები.

ცენტრი ძირითადად ორიენტირებულია ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე;

ასევე დაემატა პროფ.კურსები: კომპ.პროგრამები ,ოფის მენეჯერი.

ბრიტანული სახლის ბაზაზე შეიქმნა აბიტურიენტების მოსამზადებელი ცენტრი, სადაც აბიტურიენტები შეძლებენ მომზადებას ყველა საგანში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის .

სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან კურსებზე, რაც საშუალებას მისცემს საქმიან ადამიანებს მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად აითვისონ საჭირო განათლება.

"ბრიტანული სახლი"-ს მიზანია – დროის გამოწვევების შესაბამისად ახალი კადრების თანამედროვე სტანდარტებით მომზადება, რათა თითოეულმა მსმენელმა შეძლოს ადგილის დამკვიდრება მუდმივად ცვალებად საქმიან გარემოში.

რომელშიც დაგეხმარებიან მაღალი კვალიფიკაციისა და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების მქონე, ქართველი, უცხოელი და უცხოეთში განათლება მიღებული პროფესიონალი სპეციალისტები, რომლებიც გთავაზობენ თანამშრომლობასა და მხარდაჭერას თქვენი ცოდნის ამაღლებასა და დახვეწაში.

მსმენელთა უმრავლესობა სტუდენტია, თუმცა ბევრია უმაღლესი განათლების მქონე პირებიც.

ცენტრში არ არის დაწესებული ასაკობრივი ცენზი.

კურსდამთავრებულთა ასაკი 3-დან 50 წლამდე მერყეობს. მსმენელთან ინდივიდუალურადაა შერჩეული სასწავლო პროგრამა და სასწავლო გრაფიკი.

სასწავლო ცენტრი ყველა პირობას უქმნის მსმენელს თანამედროვე და მაღალი კვალიფიკაციის, განათლების მისაღებად. ცენტრი წარმატებით თანამშრომლობს წამყვან ორგანიზაციებთან და აქვს სხვადასხვა ქვეყანაში გაცვლითი პროგრამები.

ხელშეკრულებები ითვალისწინებს ინტელექტუალურ -ტექნოლოგიურ ინფორმაციულ და ფინანსურ თანამშრომლობას.

ჩვენი პროგრამები პროგრესულად მიჰყვება საზოგადოებისა და დამსაქმებლის მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

სასწავლო-კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სარეკომენდაციო წერილი

ფასდაკლებები გვაქვს ორგანიზაციებისათვის 15%-40%. ასევე დევნილთათვის და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის.

ცენტრში მიღება წარმოებს ყოველ დღე 9სთ-დან  21სთ მდე

 

"ბრიტანული სახლი’’ ლიდერი სასწავლო ცენტრია......

 

 დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ დაგვიკავშირდით:

 ტელ;555 00 25 56/ 214 33 06 მისამართი. დ. აღმაშენებლის 55

Новые игры Alawar.
 

დაგვიკავშირდით

ტელ: 0322143306; 555002556       |       E-mail: britanuli@mail.ru; britanuli@mail.com       |        მისამართი: აღმაშენებლის #55